ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს

ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, თავმჯდომარის მოვალეობას თამარ ჟვანიას მოადგილე გიორგი შარაბიძე შეასრულებს.

„დღეს თამარ ჟვანიამ მოიწვია ყველა თანამშრომელი. თანამშრომლებს გაუზიარა თავისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, ზუსტად ერთი კვირის წინ, როდესაც ის იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოში, ხაზი გაუსვა იმას, რომ ის არის ადგილზე, დაელოდება ახალ საკანონმდებლო სიახლეებს. გუშინ შევიდა განახლებული „საარჩევნო კოდექსი“ ძალაში, აქედან გამომდინარე, კომპოზიციურად არჩევის წესი იცვლება, 2/3 სჭირდება ახალ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ ის იქნას არჩეული.“- ამბობს, უწყების პრესსპიკერის, ნათია იოსელიანი.