“პირველი ტურის შედეგად ქართულმა ოცნებამ არა ერთ ადგილას აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს კვლავ უმრავლესობა, რაც ამდენი წელი ხელისუფლებაში ჰყოფნის შემდეგ ადვილი არ არის. ბოროტმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ 9 წლის თავზე ვეღარ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, ჩვენ კი ეს შევძელით. იმიტომ, რომ ჰუმანური ძალა ვართ. კი ბატონო, ბევრი სისუსტეებით და ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც ბოროტებით მართავს და, რომელიც ცეცხლით და მახვილით მართავს. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ არც ერთი შეცდომა არ არის ისეთი, რომელიც თუნდაც, იმას გვაფიქრებინებდა, რომ ქართულ ოცნებას არა ქვეყნის განვითარება, არამედ ჩაგვრა და ახალგაზრდებისთვის მომავლის პერსპექტივის მოსპობა სურს. ეს ყველაფერი არის პირიქით და რა თქმა უნდა, ამას ჩვენი საზოგადოება ხედავს. თუმცა არის მეორე ტურებიც და აქედან სწორი ანალიზი და გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ყველამ, ვინც ხელისუფლებაში ვართ”

ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ არხთან ინტერვიუში.