ციდან არ ჩამოფრენილა, დაანგარიშების შედეგად იქნა მიღებული – კალაძე აბონემენტებზე

ზოგადად [სატრანსპორტო] სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ყველაზე მეტად მოიხმარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს. რაც შეეხება თვითონ პაკეტებს, პაკეტების ღირებულებას, ესეც ხომ დაანგარიშების შედეგად იქნა მიღებული და ციდან არ ჩამოფრენილა ეს პაკეტები. ჩვენ ყოველწლიურად ვუყურებდით რამდენი მგზავრი მგზავრობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით რა იყო საშუალო გადასახადი ადამიანისთვის თვის განმავლობაში და ეს თანხა შეადგენდა საშუალოდ 40-დან 43 ლარამდე, თვიური გადასახადი. თვიური აბონემენტი 40 ლარია, დაახლოებით 80-ჯერ უწევდა ადამიანს გადახდა, ყველაფერი ეს მონაცემები რომ დავიანგარიშოთ წლის ჭრილში, ძალიან მარტივად ვნახავთ, რომ 50 თეთრზე ნაკლები გამოდის ტარიფი ადამიანებისთვის, ვინც მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით”

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტებზე, რომელიც ძალაში პირველი თებერვლიდან შევიდა.