“კობახიძე, მდინარაძე, კალაძე, ღარიბაშვილი, ესენი არიან უბრალოდ მოლაპარაკე თავები, ამ ქვეყანას თავიდან ბოლომდე მართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამ სამსახურს ასე ჰქვია, მაგრამ ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს და ჩვენ ახლა გვაქვს ცივილიზაციური არჩევანი. ნურავინ ნურავის ნუ მიაყენებს შეურაცხყოფას და ნუ ეტყვის, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც უნდა გადაწყდეს, ვინ უფრო უკეთ დააგებს ასფალტს და მოკიწყლავს გზას.
ეს არის ცივილიზაციური არჩევანი – ან ქუჩებში გვხოცავენ, ან ვერ გვხოცავენ, ან გვაშანტაჟებენ, ან – ვერ, ან გვართმევენ მომავალს, ან ვერა, ან ჩვენი ბავშვები, თქვენი ბავშვები იამაყებენ ამ ქვეყანაში ცხოვრებით, ან ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ ქვეყნიდან წასვლაზე. აი, ეს არჩევანია. გამოდის კალაძე და ამბობს, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებია და არ მეხება, ვინ ვის უღებს, ვინ ვის ჩაგრავს, მე ვარ დაკავებული საქმითო.
ეს არის უბრალოდ არჩევანი, სადაც უნდა დავადასტუროთ – ან ამაყი ხალხი ვართ, ან უბრალოდ მასა ვართ, რადაც ბიძინა ივანიშვილს მივაჩნივართ. ამიტომ ძალა უნდა მოვიკრიბოთ და საკადრისი პასუხი გავცეთ, სანამ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, მშობლებს გადმოგვიყრიან მე-2, მე-3, მე-4 სართულიდან, სადაც ქვეყნის მთავარ გამზირზე სცემენ ახალგაზრდებს და მერე გამოვა სუსის დავერბოვკებული კობახიძე და მდინარაძე და იტყვიან, რომ ეს ყველაფერი არ ხდება.
დავაჯეროთ საკუთარი თავები პირველი რიგში და არ მივცეთ უფლება ამ მასას, რომ ჩვენს შვილებს მომავალი წაართვან”
განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.