ცივილიზებული სამყარო ელოდება პასუხს, მართლა სერიოზულია თუ არა რუსეთი! – სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი

ცივილიზებული სამყარო ელოდება პასუხს, მართლა სერიოზულია თუ არა რუსეთი! – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

“პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა: ეს სიგიჟე სწრაფად და სრულად უნდა შეწყდეს. სახელმწიფო მდივნის ნატოში ბოლო ვიზიტის დროს, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ მშვიდობის დრო ახლაა და არა თვეების ან წლების შემდეგ. მან კონკრეტულად თქვა, რომ რამდენიმე კვირაში გავიგებთ, სერიოზულად აპირებდა თუ არა რუსეთს ამ კატასტროფის დასრულებას. ახლა კი ცივილიზებული სამყარო ელოდება პასუხს, მართლა სერიოზულია თუ არა რუსეთი.

ამ მიზნით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ელჩი სტივ ვიტკოფი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კეიტ კელოგი დღეს პარიზში იმყოფებიან მკაფიო მოტივით: იპოვონ გზა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად, სისხლისღვრის შესაჩერებლად. ვიზიტის მიზანი, რომელიც მოიცავს შეხვედრებს ევროპელ პარტნიორებთან, არის საერთო ინტერესების ხელშეწყობა და რეგიონში სტაბილურობის აღდგენა.”- განაცხადა ტემი ბრიუსმა.