პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
“გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. ეს იყო არა მხოლოდ გურიისთვის, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც გაიხსნა რიგითი მოქალაქეებისთვის შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი. უნიკალური პროექტი, რომელიც განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად. მიუხედავად 3 წლის ცილისწამების და თეთრზე შავის ძახების, საბოლოოდ მაინც სიმართლემ გაიმარჯვა”,– თქვა გახარიამ.
მისი თქმით, მოქალაქეები საკუთარი თვალით ხედავენ, თუ რამხელა შრომის შედეგია ეს პარკი.