ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ახალშობილი გარდაიცვალა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე აცხადებს, ინფიცირებული ახალშობილი ბათუმიდან რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„სამი პაციენტი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, სამივე მართვით სუნთქვაზე. ერთი არის ახალშობილი, რომელიც ბათუმიდან გადმოიყვანეს 17 დღის. 8 დღის განმავლობაში მკურნალობდა ეს ბავშვი ბათუმში. უმძიმეს მდგომარეობაში დაინტუბირებული, მართვთ სუნთქვაზე გადმოვიდა ჩვენთან. თანმხლები დაავადებები ჰქონდა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის მძიმე დაზიანება, ასევე რესპირატორული დისტრესი. გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გარდაიცვალა“,-აცხადებს ჩხაიძე.