ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავი2-ი ავრცელებს. ბავშვს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, კლინიკაში 18 სექტემბერს შეიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
“ის იყო თანდაყოლილი ქრომოსომული პათოლოგიით, მცირე წონის იყო, აღინიშნებოდა ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა, გულის კომბინირებული მანკი, კოვიდის დადასტურებიდან დაახლოებით მეექვსე დღეს არის ჩვენთან შემოსული, მანამდე შევიდა სხვა კლინიკაში და იქიდან გადმოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში,” – ამბობს ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.