ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ – პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყანა “მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებშია”.
“ციხეებში არსებული ვითარება იყო ჩვენი ხელისუფლების გამოწვევა, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს. წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ყოველდღიური პრაქტიკა ციხეებში, რაც ჩვენ, 2012 წელს, მოსვლისთანავე დავასრულეთ და დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ”, – თქვა ღარიბაშვილმა.