ციხეში კარგ პირობებში რომაა, ეს ჩვენი დამსახურება – კახიშვილი სააკაშვილზე

”მიხეილ სააკაშვილი ციხეში კარგ პირობებში რომაა, ეს ჩვენი დამსახურება “- ამის შესახებ, ქართული ოცნების წევრმა, კახი კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

”როცა ვსაუბრობთ შიმშილობის გამოცხადებაზე, კარგია, რომ დღეს შიმშილობის გამოცხადება არის პიროვნების ნების თავისუფლება, როცა წლების მანძილზე ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა, როცა ისედაც არ იყო საჭმელი ციხეში და ყველა შიმშილობდა.

როცა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია, და სხვათა შორის, ეს მისმა კოლეგებმა თქვეს, როცა შევიდნენ და ნახეს, ეს არის ზუსტად ჩვენი დამსახურება. როცა ამბობენ, რომ სისტემის თანამშრომლები კარგად ექცევიან და პოლიციამ თავაზიანად მიიყვანა იქ, სადაც მიიყვანა, ესეც ამ სისტემის და მისი ხელმძღვანელობის დამსახურებაა. ”- განაცხადა კახიშვილმა.