”ციხეში შეყვანისას კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე, ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით”- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს სადაც აღწერს თუ როგორ გაუსწორდნენ მას ფიზიკურად და შეიყვანეს ძალის გამოყენებით გლდანის ციხეში. მიხეილ სააკაშვილის წერილი, მისმა უფლებამდაცველმა და “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე წაიკითხა.
”გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა, ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი კრიმინალი შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს, მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი, იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით, ყველა იქცეოდა როგორც ნამდვილი კრიმინალი”- ნათქვამია სააკაშვილის წერილში.