“სააკაშვილი რომ ციხეში იჯდეს, ეს სააკაშვილის არჩევანია. ამ არჩევანს გააჩნია თავისი პოლიტიკური ლოგიკა. ეს ადამიანი პოლიტიკურად სერიოზულად გამოცდილია, მან აირჩია ასეთი გზა, პატივი ვცეთ მის ამ გზას, პატივი ვცემთ იმ პოზიციას, რომელსაც ის აფიქსირებს თავის მართლების კონტექსტში. ეს ყველაფერი მისი გააზრებული ნაბიჯია. ამ ნაბიჯს გააჩნია, ჩემი აზრით, სერიოზული პოლიტიკური მიზეზები და არგუმენტები. მისი არჩევანია, ის ჩაჯდა ციხეში. […]

ის ამ ბრძოლის ველზე იბრძვის და ის ჯერჯერობით წაუგებლად უგებს თავის მოწინააღმდეგეს და რატომ წავა აქედან? ჯერჯერობით არაფერი წაუგია, არც იმ კადრების გამოქვეყნებით, არც სასამრთლოებით და რატომ წავა ბრძოლის ველიდან, რომელსაც იგებს? მისი კეთილისმსურველები [ამბობენ], რომ მაინცდამაინც გამოვიყვანოთ სააკაშვილი ციხიდან – გამოყვანილი იყო და უკრაინაში იყო, მაშინ მის ჩამოსვლას რაღა აზრი ჰქონდა? ამ ადამიანს აქვს თავისი ბრძოლის გზა და მათ შორის თავისი თავის მართლების და პოლიტიკური არგუმენტირების გზა და მივცეთ შესაძლებლობა, თავისი გზით იაროს”

განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე TV პირველის ეთერში.