რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, შტაბის უფროსი, ლეონიდ ვოლკოვი Telegram-ზე იტყობინება, რომ ნავალნი, რომელსაც პატიმრობა 11 წლით და 6 თვით აქვს მისჯილი, ციხის საკნიდან გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს. ნავალნის გადაყვანაზე წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებული არც ადვოკატები და არც ახლობლები, თუმცა ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერის გადაყვანას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში აპირებდნენ
“გავრცელებული ინფორმაციით, მის გადაყვანას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში „მელეხოვოში“ აპირებდნენ, თუმცა რეალურად მიჰყავთ თუ არა და როდის, ჯერჯერობით უცნობია” – წერს იარმიში
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, ნავალნიმ რუსეთის სასამართლოში ვიდეო ლინკის საშუალებით გააკრიტიკა ვლადიმერ პუტინი და მას შეშლილი უწოდა, რომელმაც დაიწყო “სულელური ომი” და უკრაინასა და რუსეთში უდანაშაულო ხალხს კლავს.