ცნობილი გახდა ბრიტანეთის პრემიერობის იმ კანდიდატთა სია, ვინც არჩევნების მეორე ტურში გადავიდა

ვინ დაიკავებს ბორის ჯონსონის წასვლის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტს– პარტიაში დასახელებული კანდიდატებიდან მეორე ტურში 6 კანდიდატი გადავიდა.

ყველაზე მეტი – 88  ხმა ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა მიიღო.

მეორე ტურში ასევე გადავიდნენ:

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პენი მორდონტი

ქალების საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, კემი ბადენოკი

საგარეო საქმეთა მინისტრი  ლიზ ტრასი

თემთა პალატის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი ტომ ტუგენდჰატი

ინგლისის და უელსის გენერალური პროკურორი სუელა ბრავერმანი