ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ვინაობა.გურგენ (გუგა) გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა.
გუგა გაგნიძე ბახმუტთან, კონტაქტური ბრძოლის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა. ჯგუფი “ვაგნერელების” ჩასაფრებაში მოჰყვა. როგორც თვითმხილველები და გადარჩენილი თანამებრძოლები ამბობენ, გუგამ ბოლომდე არ დატოვა ბრძოლის ველი და გმირულად დაეცა.
40 წლის გუგა გაგნიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო–მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა. ის ოცმეთაური იყო და არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა. ის არის 23-ე ქართველი, რომელიც თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში დაიღუპა.
სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობა უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს.