”ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ლიტუვის სეიმის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელს, ჟიგიმანტას პავილიონისს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” “ლაქიას” უწოდებს. ზარქუა ამით, პავილიონისის განცხადებებსა და ნიკა მელიასთან შეხვედრას ეხმაურება.
”ჟიგიმანტასი რომ ცნობილი გიჟიმანტასია თავის გამოსვლებით და მსჯელობით, ეს უკვე ვიცით, თავის ქვეყანაშიც იციან, ამიტომ ჩამოაქვეითეს და გახდა ნაციონალური მოძრაობის ლაქია.”-აცხადებს ზარქუა.