იაპონური წარმოშობის ფრანგი დიზაინერი, კენზო ტაკადა 81 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.კენზოს ცნობილი ბრენდის შემქმნელი Neuilly-sur-Seine–ში მდებარე ამერიკულ ჰოსპიტალში გარდაივალა
ტაკადა 1939 წლის 27 თებერვალს იაპონიაში დაიბადა.1964 წლიდან პარიზში გადავიდა, სადაც დიზაინერის კარიერა დაიწყო. მან საკუთარი მოდის სახლი 1970 წელს შექმნა. კენზოს ბრენდის კრეატიული დირექტორის პოსტს კი 1999 წლამდე იკავებდა.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას წინ უძღოდა პარიზის მოდის კვირეულზე კენზოს ბრენდის 2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციის ჩვენება.
ბრენდის კრეატიული დირექტორი ამჟამად ფელიპე ოლივეირა ბაპტისტაა, რომელმაც კენზოს გარდაცვალების შემდეგ ინსტაგრამზე დაწერა:
“ძალიან სევდიანია ბატონი კენზო ტაკადას გარდაცვალება. მისი საოცარი ენერგია, სიკეთე, ნიჭი და ღიმილი გადამდები იყო. მისი მონათესავე სული ყოველთვის ცოცხალი იქნება. მშვიდობით განისვენე მაესტრო.“