ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბათუმის დაცვის პოლიციის თანამშრომელს, ნუგზარ სამნიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
პროკურატურა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების ნაცვლად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცოლზე ძალადობის ბრალდებით შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი 5 დეკემბერს დააკავა.
ბრალდებულმა ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა ცოლზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.
საქართველოს პროკურატურა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.