ცოლის, დედისა და მამის მიმართ მუქარისა და ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს

ნინოწმინდაში ცოლის, დედისა და მამის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბოლო სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა მეუღლის – 1975 წელს დაბადებული ა.ი.-ის, მამის – 1948 წელს დაბადებული შ.ი.-ისა და დედის – 1950 წელს დაბადებული ნ.ი.-ის მიმართ. ერთ-ერთი ურთიერთშელაპარაკების დროს, ა.ი. ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და საცხოვრებელ სახლში არსებული ავეჯი დააზიანა.

გამოძიება ოჯახში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.