“მე მგონი ცოტახანში საზოგადოება დაინახავს გირჩის განსხვავებულ ქმედებას”,– ასე პასუხობს იაგო ხვიჩია კითხვას, შედის თუ არა პარლამენტში.
მისი თქმით, უნდათ, მესამე არჩევანი არსებობდეს, რადგან არ სურთ, რომელიმე მხარე აირჩიონ.
“5 თვეა გაჩერებული ვართ პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე მთელი ოპოზიცია. ამას თამაში [ჰქვია], ოღონდ სადაც არ თამაშობენ პატიოსანი თამაშის წესებით. ჩვენ, პატიოსანი ხალხი, რომელიც პირველად ვართ ამ გაუგებრობაში, ვიჭყლიტებით, მაგრამ ვისწავლით, ნიჭიერი ხალხი ვართ”,– განაცხადა ხვიჩიამ ტვ “კავკასიის” ეთერში.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას ვერ უმტკიცებს.
“როდესაც ადამიანს ვერ უმტკიცებ მკვლელობას, მას მკვლელი არ უნდა ეძახო, ეს ჩემი პროფესიული მორალია”,– თქვა იაგო ხვიჩიამ.