“ცოტა ხანი კიდევ გაძელით, თუ ასე გაგრძელდა სოფლებში მარტო მოხუცები დაგვრჩება. გავსებებულია პოლონეთის და გერმანიის აეროპორტები.
გული მევსება, დაგვრჩებიან ეს მახინჯები მთავრობაში, ეს საშინელებები, ეს ჯოჯოები. მათ უტოვებთ საქართველოს? ცოტა ხანი კიდევ გაძელით, ხალხო. აქ ლაპარაკია სულ ცოტა ხანზე. მესმის, რომ ცხოვრება ერთია და ყველა მოთმინებას, ჭაობში ცხოვრებას ყოველთვის აქვს საზღვარი, მაგრამ ჩვენ ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ხალხო, დამიჯერეთ რა”
განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.