ცოტნე კობერიძე ღარიბაშვილისთვის “ბიძინას მონის” დაძახების გამო დააკავეს

ბათუმში თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ცოტნე კობერიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის “ბიძინას მონის” დაძახების გამო დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას “გირჩი მეტი თავისუფლება” ავრცელებს.

”სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ცოტნე კობერიძე დააკავეს ბათუმში, რადგან გზად მიმავალ ღარიბაშვილს ბიძინას მონა დაუძახა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ შეგრჩებათ,”  – წერს ბადრი გრიგალაშვილი.

 ” ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაიჩაგრებოდა, დაისჯებოდა”  – ეს განცხადება დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.