საერთოდ, ძალიან ცუდი არის, როცა შენი უნიათობის გამო გარბიხარ პოლიტიკური ველიდან და თანამდებობიდან და მერე თავის გამართლება რომ გინდა, იწყებ იქ ნაგვის დაყრას, სადაც მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუკი რამეს მიაღწიე, გაჭამეს, გასვეს, ჩაგაცვეს და ხელი შეგიწყვეს. ხელმოცარული ადამიანი ფიქრობს, რომ ხმამაღალ და რადიკალურ განცხადებას თუ გავაკეთებ, იქნება, ქვეყნის შიგნით თუ არა, ქვეყნის გარეთ იმ პროექტის ხალხმა, რომელიც სააკაშვილს რეზოლუციაში ასახავს, იმათ მაინც დამიჭირონ მხარიო. მისი განცხადებები ემსახურება იგივე დამაზიანებელ პოლიტიკას, რასაც სააკაშვილი.
თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ყოფილ პრემიერმინისტრზე, გიორგი გახარიაზე.