ცუდია სპეკულაციები რა თქმა უნდა. რეალურად გუშინდელმა თოვამ გაართულა ვითარება, როგორც კი მდგომარეობა გართულდა სრულად ჩავრთეთ ყველა რესურსი, ვგულისხმობ, გადაწყდა თავდაცვის ძალების მობილიზება. გამომდინარე მდგომარეობიდან ჩვენ ვრეაგირებთ სათანადოდ. ბუნებრივია ეს არის ჩვენი პასუხისმგელობა სადაც რესური იქნება საჭირო ბუნებრივია სრული რესურსი იქნება მობილიზებულია. სპეკულაციებს ვისმენთ მაგრამ ეს მათი საქმეა.საკმაოდ დიდი რაოდენობით ტექნიკაა მობილიზებული. რაც კი რესურსის მოძიება შეიძლებოდა ყველაფერი არის სრულად მობილიზებული. ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური, ჩართულია ჯარის ტექნიკა. ტექნიკა არის სრულიად მობილიზებული რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს.
განაცხადა ირაკლი კობახიძემ გურიაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრის შემდეგ.