ცუდი არ იქნება, თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება – კახიშვილი

ისნის მაჟორიტარი კახა კახიშვილი გიორგი გახარიას ქუჩის სპორტის განვითარებას სთავაზობს. მისი თქმით, ამ გზით მეტი ტალანტის აღმოჩენა იქნება შესაძლებელი.

“იქნებ რამე გეგმა გვქონდეს ჩვენ ქუჩის სპორტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მერია ძალიან ბევრ სკვერს და სტადიონს აშენებს თბილისის უბნებში, მაგრამ ცუდი არ იქნება, თუ ამავდროულად ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება. არ არსებობს, სადაც არის სკვერი და სტადიონი, იმ კორპუსში ერთი მწვრთნელი არ ცხოვრობდეს და რაღაც სიმბოლური თანხით თავის ბავშვებს ამეცადინებდეს საღამოობით. ეს იქნება კარგი და, მე ვფიქრობ, უფრო მეტ ტალანტს აღმოვაჩენთ”,– უთხრა კახიშვილმა პრემიერობის კანდიდატ გახარიას.