“არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარის შესახებ, მაგრამ ცუდს ვერაფერს ვხედავ “- ასე აფასებს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ენმ-ის პარტიული სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად შესრულებულ “თბილოსოს”
“მე არ ვიცოდი ბატონი ბუბას რეპერტუარი ნამდვილად, მაგრამ ვერაფერს ვერ ვხედავ იმაში ცუდს, რაც მე მოვისმინე სცენიდან. ეს არის ცნობილი სიმღერა, რომელიც ორ ენაზეა და კიდევ მეორე — რა ვიცი, გაიგონ ოკუპანტებმა, როგორ კარგ ქალაქში ვცხოვრობთ”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.