“ცუდ ხუმრობას ჰგავს…”- კრამონი ზურაბიშვილის განცხადებაზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით თავრობამ უარი უთხრა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე.

“როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ და შენი მთავრობა არ გაძლევს გამგზავრების საშუალებას, ცუდ ხუმრობას ჰგავს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ეს პოლიტიკური რეალობაა და საქართველოს მთავრობის დაღმასვლაა”, – წერს კრამონი.