ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 7 ადამიანი დააკავეს

ცხვარიჭამაიში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 7 ადამიანია დაკავებული.  ჯერჯერობით, უცნობია, არის თუ არა დაკავებულებს შორის პირი, რომელმაც მირიან კუკავას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

მკვლელობა გუშინ, 28 ივლისს მოხდა.  ცხვარიჭამიაში ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც შემდეგ სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.