ცხინვალის ბაზაზე დაფიქსირდა სამხედრო წვრთნები, გამოიყენებოდა სამხედრო დანიშნულების ტექნიკა Z სიმბოლიკით – დავით ქაცარავა

“ცხინვალის ბაზაზე დაფიქსირდა სამხედრო წვრთნები, რომლებშიც გამოიყენებოდა სამხედრო დანიშნულების ტექნიკა Z სიმბოლიკით.” – წერს ამის შესახებ,  „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

”ცხინვალის ბაზაზე დაფიქსირდა სამხედრო წვრთნები, რომლებშიც გამოიყენებოდა სამხედრო დანიშნულების ტექნიკა Z სიმბოლიკით.
რას უნდა ნიშნავდეს ეს წვრთნები?
ჩვენი ვარაუდით, რუსეთმა ცხინვალის ბაზის გამოყენება დაიწყო უკრაინაში გასაგზავნი სახორცე მასალის მოსამზადებლად, ვინაიდან ამ ეტაპზე, საქართველოს დროებით ოკუპირებულ ნაწილში განლაგებული სამხედრო-საოკუპაციო ბაზები, რუსებისთვის ყველაზე უსაფრთხო ლოკაციებს წარმოადგენენ.
გააპროტესტებენ ამას ქოცები?
რა თქმა უნდა, არა.
ომში საქართველოს ჩათრევა ვის უნდა?
დასავლეთს?
არა.
საქართველოს ომში ჩათრევა უნდა რუსეთს, თან ისე, რომ საქართველო მის მხარეს იყოს.
პ.ს. ტროლებო, არ გაისარჯოთ, ბევრი მასალა გვაქვს ამ კონკრეტული წვრთნების და არამარტო.”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.