აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნან ამბობს, რომ ინციდენტები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება წინასაარჩევნოდ, საქართველოს რეპუტაციას ლახავს, ძალადობა კი მიუღებელია.
“ძალიან გულდასაწყვეტია იმ ინციდენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელ საქართველოში ხდება. მადლიერებას გამოვხატავ სამოქალაქო საზოგადოების, იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აკონტროლებენ იმას, რომ მსგავსი ფაქტები ყურადღების გარეშე არ დარჩეს.
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს გაუგზავნონ მკვეთრი გზავნილები თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა არცერთი არჩევნების დროს არ არის მისაღები. ეს არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზა, ისევე, როგორც მიუღებელია დაშინების ფაქტები. ასეთი ინციდენტები საქართველოს რეპუტაციას ლახავს.” – ამბობს დეგნანი.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, მარნეულში ენმ-სა და ქართული ოცნების წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. იმავე დღეს თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღებულ ჯგუფსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს.