ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება საქართველოში – ამის შესახებ, ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ TV ფორმულასთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.
“მაიდანი ნიშნავს 100 დაღუპულ ადამიანს და სისხლიან გადატრიალებას – ამას ნიშნავს მაიდანი. როდესაც გვესმის ჩვენ ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, პირველი რაც უნდა გააკეთონ, განმარტონ მანამდე მათი საქციელი და უპრიანი იქნებოდა ამასთან დაკავშირებით, რომ მინიმუმ, წუხილი მაინც გამოთქვან.
სწორედ ამის, ასეთი დამოკიდებულების შედეგი არის, რომ დღეს ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება საქართველოში. სადაც მოდის ევროკავშირის დროშა ოპოზიციონერების ხელში, იქ მოდის ძალადობა. ასე გააიგივა, სამწუხაროდ, ბრიუსელმა დღეს ევროკავშირის დროშა საქართველოსთან.[…] ამ ფონზე, საქართველოს შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, გაცილებით ადეკვატური იქნებოდა, შვედეთის ხელისუფლებას ჯერ “მაიდნისკენ მოწოდებაზე” გაეკეთებინა განმარტება და წუხილი მაინც გამოეთქვა საკუთარი წარმომადგენლის ამ უპასუხისმგებლო და ბოროტი ქცევის გამო”. – განაცხადა პაპუაშვილმა















