“ძალადობის ფაქტები ოცნების მიერ სისტემატურად გამოყენებულ მეთოდად გადაიქცა” – პარტია ლელო ლადო აფხაზავასა და რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებზე ძალადობრივ თავდასხმებს ეხმაურება.
“პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა, ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით, სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს.
დღემდე არ დაწყებულა 2 მაისს თბილისში აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტზე რეალური გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო დამნაშავეები იდენიტიფიცირებულნი არიან საჯარო სივრცეში და ისინი უკვე დაკავებულები უნდა იყვნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.