ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა – Amnesty International

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია სააკაშვილის გლდანოს ციხეში ძალია გამოყენებით გადაყვანას “პოლიტიკურ შურისძიებას” უწოდებს.

“შიმშილობის მე-5 კვირას ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ძალადობით იქნა გადაყვანილი ციხის საავადმყოფოში; სავარაუდოდ, მუქარის ქვეშ; შელახეს მისი ღირსება, პირადი ცხოვრებისა და ადექვატური სამედიცინო მოსახურების უფლება. ეს არა მხოლოდ შერჩევითი სამართალია, არამედ, როგორც ჩანს, პოლიტიკური შურისძიებაც.” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.