ძალადობრივი აქციის შემდეგ ტურისტულ კომპანიას 14 000-ევროიანი ტური გაუუქმეს – ამის შესახებ, ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი, მინდია ბაჟუნაიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის წერს, ტურისტებმა ტური, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო გააუქმეს, ტურისტები იმასაც წერენ წერილში რომ შესაძლოა მათ საქართველოში განსხვავებული სტილის გამო საფრთხე შეექმნათ.
“10 თვე დამჭირდა, რომ შვედების ჯგუფისგან საბოლოო თანხმობა მიმეღო. ეს არის ჯგუფი, რომელიც 6 წელია მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და პოპულარიზაციას უწევს სხვადასხვა ადგილებს. შვედური ტურისტული კომპანიაა, რომლებიც საქართველოს შესასწავლად დავპატიჟე და 10-თვიანი ლოდინის შემდეგ თანხმობა მივიღე. მათ ტური იყიდეს ჩემგან. ჰო, იმისთვის, რომ საქართველოში შემდგომში ტურისტები გამოეგზავნათ მათ 14 000-ევროიანი პაკეტი იყიდეს და ამ თანხას ჩვენთან დახარჯავდნენ.
4 აგვისტოს ჩამოვიდოდნენ რომ არა გადარეული ორკები რუსთაველზე. გუშინ ღამით მომივიდა შეწყვეტის მეილი. გააუქმეს ჩვენი ტური და თურქეთისკენ აიღეს გეზი. დავკარგეთ პოტენციური კლიენტები, სამომავლოდ არ ვიცი რამდენი ტურისტი.
ჰოდა მთავარი მიზეზი იცით რა არის? – “ჩვენ ჯგუფს, შეიძლება, პრობლემა შეექმნას განსხვავებული სტილის გამოო”.
[…] მარტო მე არ ვარ დაზარალებული, დაზარლდა კიდევ ორი გიდი, ორი მძღოლი, ოთხი სასტუმრო, ექვსი მუზეუმი, რვა რესტორანი და კიდევ ვინ იცის რამდენი მაღაზია, სუვენირების დახლი, ვალუტის ჯიხური თუ სხვა”. – წერს ბაჟუნაშვილი.