ძალადობრივი ქმედების აღკვეთას მოახდენს კანონით დადგენილი წესებით, თუ ასეთი იქნება – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჟურნალისტებს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ ღონისძიებებისა და “ალტ-ინფოს” მუქარასთან დაკავშირებულ კითხვას.
„შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ ყველა იმ პირის უფლებას, ვისაც აქვს კანონით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის უფლება. რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებებს, გვაქვს ჩვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შსს მიიღებს ყველა იმ ზომას რაც კანონით არის გათვალისწინებული”, – განაცხადა დარახველიძემ.