ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები პოლიციის სამმართველოს ტოვებენ

პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები პოლიციის სამმართველოს ტოვებენ. სამმართველოდან გამოვიდა ძალადობრივი პლატფორმის, ალტ-ინფოს წამყვანი ზურა მახარაძე. მისი თქმით, გამომძიებლის ყველა კითხვას უპასუხა.

დიღმის სამმართველო ასევე დატოვეს გურამ ფალავანდიშვილმა და მისმა შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმაც. ასევე, ქართული მარშის წევრმა.

ცნობისთვის, დღეს ჰომოფობიური ჯგუფების ხელმძღვანელების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.