ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფები დღეს დაგეგმილი აქციის კონტრაქციის მოსაწყობად ემზადებიან.
ის ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, სასწრაფოდ აღკვეთოს მსგავსი მოწოდებები.
“დღეს მოქალაქეები აანონსებენ მშვიდობიან აქციას საღამოს 8 საათზე პარლამენტთან იმ უმსგავსობის და დანაშაულის გასაპროტესტებლად რაც გუშინ ვიხილეთ თბილისის ქუჩებში. ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებები, რომლებიც პარლალეურად აორგანიზებენ კონტრაქციას. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, სასწრაფოდ, აღკვეთოს ძალადობრივი მოწოდებები, აღკვეთოს დღევანდელი უმძიმესი რისკები, რომელიც უკვე ფიქსირდება გაკეთებული განცხადებებით”,– ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, დღეს “გირჩი – მეტი თავისუფლებამ” პარლამენტთან ჟურნალისტებზე ძალადობის გასაპროტესტებლად აქცია დააანონსა. აქციას უერთდებიან ოპიზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები.