გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის კიდევ ერთი მონაწილე სასამართლომ 2 300-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ერთ მოძალადეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს იმართება.