”ძალაუფლებისთვის მოკლული ადამიანები” – “ოცნების” ოფისთან აქცია მიმდინარეობს

ფოტო : ტაბულა

ძალაუფლებისთვის მოკლული ადამიანები” – “ქართული ოცნების” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას და ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს.

მოქალაქეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.

“ამ პარტიის ლოგო არის სისხლიანი რეჟიმის სახე. უამრავი ადამიანი ვიცით, რომლებიც შეეწირნენ მათი კომფორტის ზონის შექმნას და მათ ხელისუფლებაში დარჩენას. ეს დაიწყო მათ შორის 2012 წლიდან, ბარბარე რაფალიანცის საქმე დღემდე გამოუძიებელია. ასევე გვაქვს ია კერზაიას ქეისი, ნუგზარ ფუტკარაძის, ასევე, ლექსო ლაშქარავას ქეისი, რომლის დაცვაც ვერ შეძლო ქართულმა ოცნებამ იმიტომ, რომ არ გაენაწყენებინა წინასაარჩევნოდ რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფები. ქართული ოცნება იზამს ყველაფერს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, იქნება ეს მოსყიდვა, დაშინება თუ ადამიანების მკვლელობა”, – თქვა აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.