ტელეკომპანია “პალიტრანიუსისა” და რადიო “პალიტრის” გადაცემის – “შუადღის სტუდიის” სტუმარმა სოფო ხალვაშმა იმ კლიპზე ისაუბრა, რომელშიც თავადაც მონაწილეობს და ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა.
“დეტალები არ ვიცი, კლიპის ჩაწერაში ასე ჩართული არ ვყოფილვარ, კოლეგამ დამირეკა და უარი ვერ ვუთხარი. სატელეფონო ჩანაწერი იყო გაგზავნილი და შემდეგ უკვე ჩემი ჩანაწერი კლიპში ვიხილე. მე თვითონ ძალიან არ მომწონს. საოცრად არის დამონტაჟებული ასე არ შეიძლება. სახლში როდესაც ხარ და სიმღერას წერ უხილავად და არიცი რა იქნება შედეგიც უკვე სახეზეა. სიმღერის ფრაზა გამომიგზავნეს ჩავწერე და შემდეგ უკვე გადავუგზავნე, ეს ხშირად მომხდარა ასე ჩაწერა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა არც მე მომწონს. კრიტიკის ნიაღვარი გამოიწვია კლიპის უხარისხობამ. მე თვითონაც კრიტიკული ვარ და ადამიანები ვინც ეს ნახეს რა თქმა უნდა კრიტიკულები იქნებიან.” – განაცხადა სოფო ხალვაშმა.