“გილოცავთ ყველას, ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევძელით გამარჯვება მეორე ტურში. შევძელთ არა უბრალოდ გამარჯვება – ღირსეული გამარჯვება. დიდი მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს.

დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება თბილისს, ეს არის განვითარება, აღმშენებლობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. ეს არის თქვენი დამსახურება!

ჩემო მეგობრებო, მე, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქში, ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, განუხრელად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. მე პირობა დავდე – ვიქნები ყვეალას მერი”

აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე. ტვ იმედის ეგზიტპოლით, არჩევნებში კახა კალაძემ გაიმარჯვა, მთავარი არხის ეგზიტპოლით – ნიკა მელიამ.