“ძალიან ბევრი საქართველოდან ჩამოსული უკან გაბრუნდა“ – ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაში ომში წავიდა, ფეისბუქზე უკრაინაში წასვლის მსურველ მოხალისეებს ურჩევს, თავი შეიკავონ, თუ შესაბამისი საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ, რომ უკრაინას ტვირთად არ დააწვნენ:

“ხუთასამდე ადამიანმა მომწერა რომ მოხალისედ სურთ უკრაინაში წამოსვლა. ბევრი უპასუხოდ დავტოვე, ამიტომ აქ დავწერ საჯაროდ და ყველასთვის.

კარგად მესმის ყველას მოტივაცია, გულანთება და ჟინი, მაგრამ ყველას გირჩევთ დაივიწყეთ აქ წამოსვალზე ფიქრი თუ:
ა) არ გაქვთ საბრძოლო გამოცდილება (ავღანეთში და ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობაც კი არ მიიჩნება აქ საბრძოლო გამოცდილებათ);
ბ) არ იცით ენა (რუსული ან ინგლისური);
გ) არ გაქვთ დამოუკიდებლად ჩამოსვლის საშუალება (ბილეთის შეძენა და სხვა).
დ) თუ ფიქრობთ რომ მხოლოდ 2-3 კვირით გინდათ ჩამოსვლა;
აქ სულ სხვანაირი ომია და ძალიან ბევრი საქართველოდან ჩამოსული უკან გაბრუნდა ამის გამო. ჯობია უკრაინას დავეხმაროთ და ტვირთად არ დავაწვეთ.“– წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე.