ძალიან გაეზარდათ მადა მეუფეებს, კლუბური ნარკოტიკების გაყიდვაც მოინდომეს – გიორგი სიგუა

“ძალიან გაეზარდათ მადა თქვენს მეუფეებს და წყლის და ღვინის გარდა სხვა რაღაცების გაყიდვაც მოინდომეს, მათ შორის კლუბური ნარკოტიკების. “- ამ სკანდალურ განცხადებას, Gem Fest-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი სიგუა, მამა პეტრე კოლხთან ლაივ-ჩართვაში აკეთებს. მისი თქმით,  საპატრიარქოს ერთ-ერთი კომპანიიდან, “სნოდან”, 2 მილიონი დოლარი მიიღო, რომ GEM FEST ფესტივალი ჩაეტარებინა.

“მივედი საპატრიარქოში და იმ მეუფეებს, იმ წმინდა სინოდს, რომელიც მდევნიდა ამ კაზანტიპის გამო ანაკლიაში, ვუთხარი მოდი ძმებო, გავაკეთოთ კარგი ბიზნესი. ვუთხარი, რომ ფული იშოვება ამაში, ამაში… ახლა საჭიროა 2 მილიონი დოლარი და მაშოვნინეთ. ზუსტად სამ დღეში ხელში მქონდა 2 მილიონი დოლარი ნაღდი ფული. საპატრიარქოს დახმარებით ჯემფესტი ინვესტორი და გენერალური სპონსორი გახდა წყალი სნო, რომლის ოფიციალური თანამესაკუთრე გახდა საქართველოს საპატრიარქო.ის კომპანია, რომელიც აწარმოებდა და დისტრიბუციას უკეთებდა სნოს, რომელსაც თავის მხრივ ოფიციალურად წილში ჰყავდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია,  საპატრიარქო, გახდა ჯემფესტის დამფუძნებელი ეპიკსტოუნ ინტერნეიშენალის 80%-ის მფლობელი, 20%-ის მე. 2 მილიონი დოლარი ნაღდი ფულით საპატრიარქო, წმინდა სინოდის ინვესტიცია ამოვიტანეთ საპატრიარქოს მეწილეებისგან და გავაკეთეთ ჯემფესტი.  ძალიან გაეზარდათ მადა თქვენს მეუფეებს და წყლის და ღვინის გარდა სხვა რაღაცების გაყიდვაც მოინდომეს, მათ შორის კლუბური ნარკოტიკების. შემიძლია მეუფეების გვარები დაგისახელოთ, რომლებიც კლიშეს უკეთებენ ე.წ. ბარიგებს საქართველოში”, – თქვა გიორგი სიგუამ.

გი­ორ­გი სი­გუ­ას თქმით, სა­პატ­რი­არ­ქოს­თან მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და:

“ერთი წელი გაგ­რძელ­და, ასე ვთქვათ, ჩვე­ნი ბიზ­ნეს პარტნი­ო­რო­ბა და შემ­დეგ გა­ვე­ყა­რეთ. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, “ჯემ ფეს­ტი“, რო­მე­ლიც დღეს ტარ­დე­ბა კო­ლუმ­ბი­ა­ში, არის შექ­მნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ფუ­ლით”, – გა­ნა­ცხა­და სი­გუ­ამ.

მამა პეტ­რე კოლ­ხის თქმით, ის, რა­საც სი­გუა ამ­ბობს, სკან­და­ლურ­თან ერ­თად გულ­და­სა­წყვე­ტი­ცაა.

“თქვენ აღ­ნიშ­ნავთ, რომ ხართ და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­სი, არის თუ არა ეს ასე? ამ ყვე­ლაფ­რის მერე, ბიზ­ნეს გა­რი­გე­ბე­ბი, ბიზ­ნეს პარტნი­ო­რო­ბა ისეთ ინ­სტი­ტუ­თან რა­ტომ მო­გინ­დათ, რო­მე­ლიც თქვენ­თვის არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და თქვენ ხართ მისი და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი. ამით თქვენ თქვენს იმიჯს ხომ არ გა­უფრ­თხილ­დით და მე­ტიც, სა­პატ­რი­არ­ქოს შე­მო­სავ­ლე­ბით ხომ არ იყა­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ ხელი მო­გეთ­ბოთ და სწო­რედ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ხე­ლით თქვე­ნი საქ­მე­ე­ბიც ცოტა წინ წა­წე­უ­ლი­ყო…ეს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბაა?“ – ჰკი­თხა პეტ­რე კოლ­ხმა გი­ორ­გი სი­გუ­ას, რაზეც სიგუამ უპასუხა, რომ  ის “ან­გე­ლო­ზო­ბა­ზე თავს არ დებს.“