ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქზე წერს, რომ გააღიზიანა კალაძის გამონათქვამის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა. “გლდანში ვცხოვრობდი, რადგან თბილისში ბინა არ მქონდა…ეს საკმაოდ მძიმე იყო“–თქვა თბილისის მერმა იმედის კვირის ეთერში, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი განხილვა მოჰყვა. ბევრმა ჩათვალა, რომ კალაძე გლდანს თბილისად არ თვლის.
“ნუ შემომივარდებით და ნუ დამიწყებთ პოლიტიკური ქვეტექსტების ძებნას ამ სტატუსში. ძალიან გამაღიზიანა კალაძეზე და გლდანზე ატეხილმა ამბავმა და მომინდა დამეწერა…. ახლა რომ აიწია ერთი ამბავი და ვნებათაღელვა , მართლა არ ჰქონდა თბილისში ბინა კახის, მართლა გლდანში ცხოვრობდა ,მგონი მამიდასთან , მართლა ძალიან უჭირდა,რამდენადაც ვიცი და არაფერი ტყუილი არ უთქვამს…. პლუს- გლდანი თბილისი არააო, ეგ არ უთქვამს. ობიექტურიბა ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკისას .ნუ დავკარგავთ. წლების წინ ყველანი რომ ვამაყობდით მისი საფეხბურთო წარმატებებით,ეგეც მისი შრომის შედეგი იყო . იმ ნათესავის სახლიდან, გლდანიდან დადიოდა სავარჯიშოდ. ხოდა ,რა უბედურებაა ეს გლდანი თბილისი არაას აგორება, თან როცა არ უთქვამს. P.s- ,,ოცნების,, დავალებით არ ვწერ სტატუსს. ჩემი პირადი სათქმელია ამ ,,გლდანის აურზაურში“– წერს ინგა გრიგოლია.