ძალიან გაღიზიანებული ვარ – ასმათ დვალიშვილი წულაიას გათავისუფლებაზე

დაზარალებული ქალი, რომლის მიმართ სექსუალური ქმედებისთვისაც გოგი წულაია დააკავეს, პოლიტიკოსის გათავისუფლებაზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით გაღიზიანებულია.

“არაფერს არ ვაკეთებ, ძალიან გაღიზიანებული ვარ, არაფერს არ ვაფასებ. არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, ძალიან გთხოვთ, თავი დამანებეთ”,- თქვა ასმათ დვალიშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას.

ცნობისთვის, სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და პოლიტიკოსი 6 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის წარუდგინეს. პოლიტიკოსს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.