ჟურნალისტი ინგა გრიგოლია შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ტვ პირველმა ტვ პირველმა 112–ზე ცრუ შეტყობინება გააკეთა. შსს საკუთარ განცხადებაში წერდა:
“მივმართავ პოლიციის სამინისტროს,იმის პასუხად ,რა თავდასხმაც მოაწყო ჩვენს ტელევიზიაზე ქალბატონმა გიორგობიანმა; შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენ გვამუნათებს ,112-ს რომ იძახებდით ჟურნალისტური გამოძიებისთვის,ექსპერიმენტისთვის, ეგებ ამ დროს ვინმეს დახმარება სჭირდებოდა და მოგვაცდინეთ ამ ცრუ შეტყობინებითო და ის ავიწყდებათ ,19 ივნისის ღამეს,112-ში რომ დაირეკა, სასწრაფო გვჭირდება ,პოლიცია გვჭირდება,დახმარება გვჭირდება, ხელკეტებით ხალხს სცემენო, პოლიციამ საჭიროდაც რომ არ ჩათვალა გაერკვია, რა მოხდა ადგილზე.
სწორედ ამიტომ ვატარებთ ექსპერიმენტებს,ვიკვლევთ,ვსწავლობთ გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალებს,რომ თავად პოლიციის გამოძიებაა არადამაჯერებელი,რასაც საქმის აღძვრიდან 14 დღის მერე ,მათთვის პროკურატურის მიერ გაგზავნილი წერილი ადასტურებს.
ძალიან გინდათ, რომ ეს საქმე მიჩქმალოთ, მედია გიშლით ნერვებს,რომ არ ასრულებს ამ თემის დეტალების გასაჯაროებას და ახლა ჩვენ გვესხმით თავს. ახლა კი მე მომისმინეთ ,ქალბატონო და ბატონო შსსებო, იმ დროს,როცა პოლიციამ ,გამოძახების მიუხედავად ,არ იმოქმედა და არ გაარკვია,რა ხდებოდა ტრაგედიის ადგილას,აი მაშინ ნამდვილად სჭირდებოდათ დახმარება პატარა ბიჭებს და ყველაზე მეტად,გიორგი შაქარაშვილს. აი მაგ დროს უნდა გაგხსენებიდათ კს რაზეც ჩვენ გვედავებით!!!!გვაგებინეთ აბა პასუხი ამ ექსპერიმენტის გამო.მზად ვარ,პირდად გედავოთ სასამართლოში ამ თემაზე,თუ მოგინდებათ ,ველი თქვენს სამართლებრივ რეაგირებას ,ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტის გამო.“– წერს ინგა გრიგოლია.