ძალიან დიდი შეცდომაა,საქართველოს უკიდურესად სჭირდება ივანიშვილის გავლენისგან გათავისუფლება-დანიელ ჰამილტონი მელიას საქმეზე

”ძალიან დიდი შეცდომაა,საქართველოს უკიდურესად სჭირდება ივანიშვილის გავლენისგან გათავისუფლება”-ასე ეხმაურება, ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველი, დენიელ ჰამილტონი სასამართლოს მიერ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

“გადაწყვეტილება ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი შეცდომაა, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობას დიდ ზიანს მიაყენებს. ყველა ჩვენგანს ვისაც ქვეყანა გვიყვარს ვალდებულია ხმა ამოიროს, საქართველოს უკიდურესად სჭირდება ივანიშვილის გავლენისგან გათავისუფლება”, – წერს დენიელ ჰამილტონი.