ძალიან ვისურვებდი, ვერა ქობალია საქართველოში დავაბრუნოთ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქგვერდზე ვერა ქობალიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებას და მისი საქართველოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.

“ძალიან გამიხარდა რამდენიმე წლის შემდეგ ვერა ქობალიას ნახვა. ვერა იყო ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკის მინისტრი საქართველოს ისტორიაში და ამავე დროს მინისტრობის შემდეგ არ დაიკარგა, გახდა 300 მილიონიანი ქვეყნის, ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი, რომელიც მიავლინა ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად ავსტრალიის მთავრობამ და ბოლო წლებში არის ძალიან წარმატებული ბიზნესმენი კანადაში. ის მუშაობს ინოვაციების სფეროში და უკიდურესად საინტერესო აღმოჩენები გააკეთა ტექნოლოგიური აპლიკაციების მხრივ და მისი კომპანიის აქციონერი გახდა ტვიტერი.

რა თქმა უნდა, ძალიან ვისურვებდი, რომ ვერა დავაბრუნოთ ისევ საქართველოში ისევე, როგორც ყველა სხვა წარმატებული ქართველი”,– წერს მიხეილ სააკაშვილი.

მან დღეს ასევე განაცხადა, რომ ხვალ მის დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხზე მიმართვას გაავრცელებს.