“ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი, აი გაჩვენებთ, არაჩვეულებრივად აიღებს ხელფასს, როგორც აქამდე იღებდა. ოფიციალურად იღებდა აქამდეც და ოფიციალურად აიღებს მომავალშიც. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი ის იღებდა ოფიციალურად ხელფასს, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ოფიციალურად მიიღებს ხელფასს. თქვენი სანქციები არ მუშაობს”
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ სულხან თამაზაშვილზე განაცხადა, რომელიც დღეს აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ, არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცა.