ქართული ოცნების დეპუტატი დავით კაჭარავა ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოვალეობას კარგად ასრულებს.
“ძალიან კარგად, მე ვფიქრობ, რომ კარგად ასრულებს, მითუმეტეს ბევრი გამოწვევებია. პირადი პასუხისმგებლობა იმ პრობებში.[ესებუას საქმის] პირადი პასუხისმგებლობა იმ სიტუაციაში და ჩემთვისაც პირადად იყო, რომ ადამიანები არ დაშავებულიყვნენ, ადამიანები არ დაშავდნენ და დანარჩენი უკვე გამოძიების საქმეა და ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ეს საქმეც დასრულდება”, – თქვა მან მთავარ არხთან საუბრისას.
მანვე აღნიშნა, რომ მინისტრს პარლამენტში მოუსმენს და “თუ კითხვები დაებადება”, ჰკითხავს.